მარაბდის საჯარო სკოლის 2 წარჩინებული მოსწავლე ლეპტოპებით დაჯილდოვდა
22-03-2023

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები - ეთერ მენთეშაშვილი და ლიკა ლიპარტელიანი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მათ კომპიუტერები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა რესურსცენტრის უფროსთან, ზურაბ აზარიაშვილთან ერთად, საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადასცეს. ისინი ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეები არიან.

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203