ეშტიის N2 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია და აქტივობები გამართეს
22-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ამ თარიღთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა საინტერესო პრეზენტაცია და აქტივობები გამართეს. მათ ბავშვებს აუხსნეს, თუ რა არის დაუნის სინდრომი. ასევე, ვრცლად ისაუბრეს აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით - მის ისტორიასა და მნიშვნელობაზე. 

აქტივობაში ყველა დიდი მონდომებით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მათი ხელმძღვანელი თამარა ბადოიანი იყო. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203