მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
22-03-2023

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდნენ.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, ფერადი ქაღალდების გამოყენებით, ქრომოსომები და წინდები გამოჭრეს. მათ თანადგომის ნიშნად ხელები მოიხატეს და ანაბეჭდები დატოვეს.

მათ IX და X კლასის მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს და მოაწყვეს პრეზენტაცია. ასევე, პროექტორის გამოყენებით, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ვიდეორგოლი ნახეს. 

აქტივობებმა ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

„ჩვენთან და არა ჩვენთვის“ - 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203