თბილისის N103 სკოლის პირველ კლასში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
22-03-2023
თბილისის N103 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აქტივობები მიეძღვნა.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, პირველა კლასში, რომლის ხელმძღვანელიც ეკა ჯაფარიძეა, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებს სკოლის სპეციალური მასწავლებელი დაუნის სინდრომისა და ამ დღის შესახებ ესაუბრა.
აქტივობის მიზანი ცნობიერების ამაღლება იყო, მასწავლებელს პირველკლასელები დიდი ინტერესით უსმენდნენ, მათ ცოდნა გაიღრმავეს.
„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ბავშებმა გაიგეს, რომ დაუნის სინდრომი არ არის დაავადება“,- აღნიშნავენ სკოლაში.