წესის საჯარო სკოლაში π რიცხვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
22-03-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა, 

მოსწავლეებმა მათემატიკური დღესასწაული - პი რიცხვის დღე აღნიშნეს. მათ დამსწრე საზოგადოებას ამ დღის ისტორია გააცნეს. ასევე, მოაწყვეს მინი წარმოდგენა, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთების - ჭიქა, თეფში და ფორთოხალი, საშუალებით, პი რიცხვის მნიშვნელობა და მუდმივობა დაადგინეს.

აქტივობის დასასრულს, გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ნამუშევრები - „ჩემი თვალით დანახული პი რიცხვი“. მოსწავლეებმა პი რიცხვის მოტივებზე შექმნეს: სამაჯურები, პის ქალაქი, პის ველოსიპედი, პი რიცხვი პანდემიის დროს და ა.შ. მათ ამ რიცხვს ლექსიც კი მიუძღვნეს.

აქტივობა მათემატიკის პედაგოგმა, მერი თორთლაძემ მოამზადა. 

„მათემატიკური დღესასწაული -პი რიცხვის დღე ყოველ წელიწადს მესამე თვის 14 რიცხვში (14მარტს) აღინიშნება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203