ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა ტყის საერთაშორისო დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
22-03-2023
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ თარიღს მე-8 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს და მოსწავლე-მასწავლებლებს წარუდგინეს. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ამომწურავად ისაუბრეს. მერვეკლასელებმა პრეზენტაცია ბიოლოგიის მასწავლებლის - ეკა სურმანიძის დახმარებით მოამზადეს. 

„დღეს, ტყეები მთელი მსოფლიო მიწის 30% ზე მეტ ნაწილს ფარავს და მოიცავს 60 000-ზე მეტ ხის ჯიშს, რომელთაგანაც ბევრი ჯერ კიდევ შესასწავლია. მნიშვნელოვანია, რომ ტყე ამარაგებს მსოფლიო მოსახლეობის 1.6 მილიარდზე მეტ ხალხს საკვებით, წყლითა და მედიკამენტებით.
მნიშვნელოვანია, მეტი დაინტერესება და ინფორმირება მოხდეს ტყის მნიშვნელობის შესახებ, რათა ერთად გავუფრთხილდეთ გარემოს და ვიზრუნოთ მომავალი თაობებისთვის“,- სწორედ ეს დაასკვნეს ჰერეთისკარის საჯარო სკოლის მოსწავლეემა პრეზენტაციის შემდეგ.

2012 წლის 21 მარტიდან ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აღიარა. ამ დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ტყეების მნიშვნელობის შესახებ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203