„მოძრავი თამაშები მძლეოსნობის ელემენტებით“ - ეშტიის N2 სკოლაში, კომპლექსური დავალების ფარგლებში, შიდასაკლასო ფესტივალი ჩატარდა
22-03-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი სხვადასხვა აქტივობა თუ პროექტი იმართება. 

ამჯერად, საგანში - ფიზიკური აღზრდა, კომპლექსური დავალება - „შიდასაკლასო ფესტივალი“, განხორციელდა. მისი თემა იყო: „მოძრავი თამაშები მძლეოსნობის ელემენტებით“ და თამაში, რომელიც სისწრაფესა და სიმარჯვეს ავითარებს. 

აქტივობებში მოსწავლეები უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და კიდევ უფრო მოტივირდნენ. 

მათი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი სევაკ აროიანია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203