ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ახვლედიანი სწავლას გაცვლითი პროგრამით აშშ-ში გააგრძელებს
23-03-2023
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა წინსვლაში ლომის წილი დრექციასა და პედაგოგებს მიუძღვით. სასკოლო საზოგადოებითვის თითოეულის ყოველი წარმატებული ნაბიჯი საამაყო და განსაკუთრებით სასიხარულოა. 

ამჟამად, სკოლაში თამარ ახვლედიანის წარმატებას აღნიშნავენ. თამარ ახვლედიანი გაცვლითი პროგრამა - FLEX-ის გამარჯვებულია და სწავლას აშშ-ში უფასოდ გააგრძელებს. 

სკოლაში თამარს მიღწეულს ულოცავენ. 

„გვინდა ჩვენი უსაზღვრო სიხარული გაგიზიაროთ, ქუთაისის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ახვლედიანი სწავლას აშშ-ში გააგრძელებს“,- გვეუბნებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203