ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს
23-03-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაული აღინიშნა. მოსწავლეებმა 3 მარტს ღონისძიება მიუძღნეს.

დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებით, სიხარულითა და ინტერესით ჩაერთნენ.

ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ ასევე დედები ყვავილებით გაახარეს.

მოსწავლეთა საზეიმო განწყობამ მთელი სკოლა მოიცვა და დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა.

დღე მოსწავლეთათვის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ და ლამაზ მოგონებად იქცა.

მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203