სპორტის პედაგოგმა, მელანია დოლიძემ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მოსწავლეებთან ერთად აღნიშნა
22-03-2023
სპორტის პედაგოგმა, მელანია დოლიძემ, მოსწავლეებთან ერთად დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა მოაწყო.

პედაგოგის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ეს დღე სპორტდარბაზში, ფერადი წინდებითა და ტოლერანტული მოწოდებებით აღნიშნეს.

პედაგოგისთვის გარდა წარმატებული სპორტსმენების აღზრდისა, მნიშვნელოვანია თავის მოსწავლეებს სოციალური პასუხისმგებლობა ჰქონდეთ გააზრებული.

ცნობისთვის, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203