ივანდიდის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები მოეწყო
23-03-2023

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სკოლაში სამოქალაქო კლუბის - „აქტიური მოქალაქეები“ წევრები ამ დღის აღნიშვნას სხვადასხვა საინფორმაციო აქტივობით შეუერთდნენ.

კლუბის ფასილიტატორები გახლავთ: ლ. ჩიხლაძე, შ.გუბელაძე და ე.ლიპარტელიანი.

სკოლაში მოსწავლეებმა თემატური პლაკატები დაამზადეს, ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს. მათ ასევე ამ დღის სიმბოლო - ფერადი წინდები გამოჭრეს.

აღნიშნულ აქტივობებში ბავშვები სიხარულითა და მონდომებით ჩაერთნენ.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი, 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. ამ დღეს ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსოფლიოს მრავალი ქვეყანა აღნიშნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203