მეკეიძეების საჯარო სკოლაში, მოსწავლეეთა ინიციატივით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა
22-03-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბ - „ნეკერჩხლის“ წევრებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“,- მოსწავლეები ამ ლოზუნგის გარშემო გაერთიანდნენ და ამ დღესთან დაკავშირებით აქტივობები ჩაატარეს.

ეკოკლუბის წევრებთან ერთად, აღნიშვნას სკოლის IX, X, XI კლასების მოსწავლეებიც აქტიურად შეუერთდნენ. 

პატარებმა, დიდი მონდომებით თემატური პლაკატები დაამზადეს, შემდგომ კი, ფერადი წინდებითა ბანერებით სასკოლო საზოგადოების წინაშე წარდგნენ.

21 მარტი დაუნის საერთაშორისო დღეა!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203