„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნურც თქვენ დაითვლით!“- ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კამპანია
22-03-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებთან ერთად, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს.

მოზარდებმა ასევე, პლაკატები, ლოზუნგები და კედლის გაზეთები წარმოადგინეს, მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ უამრავი მითი არსებობს, თუმცა რეალურად საზოგადოების მხარდაჭერა მათი წინსვლის აუცილებელი წინაპირობაა.

აღნიშნული კანპანიის მთავარი დევიზი იყო - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნურც თქვენ დაითვლით!".

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203