აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს კონფერენცია მიეძღვნა
22-03-2023
აფხაზეთის N15 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
21 მარტს, სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, კონფერენცია ჩატარდა.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
„მადლობა ჩემო საამაყო მოსწავლეებო დღევანდელი დღისთვის მადლობა ჩემს კოლეგებს მხარში დგომისთვის, ვიმედოვნებ მომავალში ჩვენი აქტივობები უფრო პროდუქტიული და წარმატებული იქნება...“- აღნიშნავს კონფერენციის ხელმძღვანელი.
2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს