„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ - ივანდიდის საჯარო სკოლის მეხუთეკლასელთა გზავნილი
23-03-2023
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის - თამარ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გამართეს. მათ აღნიშნულ თემაზე საინტერესო ინფორმაციები და ცოდნა მიიღეს.
ღონისძიების მიზანი მოსწავლეთა ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება იყო.
მეხუთეკლასელები გაერთიანდნენ ლოზუნგის - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ გარშემო. ბავშვებმა ფერადი წინდები მოირგეს, რომელიც ამ დღის სიმბოლოა.
აქტივობებში მოსწავლეები ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.
ფერადი წინდებით ადამიანები ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები, რადგან იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს