„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ - უშგულის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა
22-03-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე დევიზით -  „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“, აღნიშნა.

მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები გაზეთად აკინძეს, შემდეგ კი თოვლიც გააფერადეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ჩატარებული აქტივობები იყო საინტერესო და სიყვარულით სავსე.

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ,21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 2012 წლიდან ეს დღე მთელ მსოფლიოში ღინიშნება.

2013 წლიდან მსოფლიოში დამკვიდრდა „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“; ვინაიდან წინდებს ქრომოსომის ფორმა აქვთ, წინდები ამ დღის სიმბოლოდ იქცა. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ და ინფორმაციის გამავრცელებლები ხდებიან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203