„გახსოვდეთ, მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ - მუხრანის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო გერაძემ საინტერესო პრეზენტაცია მოამზადა
22-03-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N3 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლე ნინო გერაძეს არ გამორჩენია ეს მნიშვნელოვანი დღე და სასკოლო საზოგადოებას საინფორმაციო პრეზენტაცია წარუდგინა. 

პრეზენტაციაში, დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის აღწერილი.

„გახსოვდეთ, მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ - მოუწოდებს მოსწავლე პრეზენტაციის დასასრულს საზოგადოებას.

ცნობისთვის, 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.

იხილეთ პრეზენტაცია:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203