დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ეწვივნენ
22-03-2023

მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მოინახულეს.  

ვიზიტი 14 მარტს გაიმართა და პედაგოგი ნინო შეყელაძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეები, მუზეუმში არსებულ ექსპონატებს გაეცნენ და მათ შესახებ საკმაოდ ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია გაიგეს.

სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და მათთვის საინფორმაციო აქტივობების დაგეგმვას დიდი ყურადღება ეთმობა.

გასვლითი აქტივობა მოსწავლეებისთვის სინტერესო და მოტივაციის მიმცემი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203