ტალავერის N2 საჯარო სკოლაში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ღონისძიებით აღინიშნა
22-03-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N2 საჯარო სკოლაში, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო.

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს.

მოზარდება, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოებას ამ დღესასწაულის არსზე ესაუბრნენ.

სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და მათთვის მნიშვნელოვანი დღეების საზეიმოდ აღნიშვნის შესაძლებლობის მიცემას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203