დაბა თიანეთის N1 სკოლაში მირზა გელოვანის 106 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
23-03-2023

მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში სკოლაში მირზა გელოვანის 106 წლის იუბილე აღინიშნა.

სკოლაში პედაგოგ თამარ გორგაძის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „მირზა გელოვანი-106“ გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ სკოლა სწორედ მისი სახელობისაა, ამიტომ ბავშვები ღონისძიებისთვის კიდევ უფრო მეტი ინტერესითა და მონდომებით მოემზადნენ.

მათ მწერლის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს. მოსწავლეებმა ასევე კედლის გაზეთი შექმნეს.

ქართველი პოეტი - მირზა გელოვანი 1917 წლის 2 მარტს დაიბადა და 1944 წელს გარდაიცვალა. ის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...