წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ნიამორის“ წევრებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
22-03-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აქტივობები მიეძღვნა.

ამ თარიღს ეკოკლუბ „ნიამორის“ წევრები ყოველწლიურად აღნიშნავენ. მათ დაუნის სინდრომის მქონე თანატოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს. ინფორმაცია მოიძიეს, სინდრომის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაცვალეს. 

აქტივობის მიზანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო, მოსწავლეთა სურვილი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათი აქტიურ ცხოვრებაში მონაწილეობაა.

„დაუნის სინდრომი მდგომარეობაა, როდესაც ყველა უჯრედში 46 ქრომოსომის ნაცვლად 47 ქრომოსომაა. 21 მარტი შემთხვევით არ აურჩევიათ. თარიღი 21 - ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი-წელიწადის მესამე თვე ტრისომიულ მოვლენას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203