წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა ტყეების გამწვანების კამპანიაში წვლილი შეიტანეს
22-03-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი „ნიამორი“, რომლიც წევრებიც ბუნებისდაცვით ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ეკოკლუბელებს არ გამორჩენიათ ისეთი მნიშვნელოვანი ეკოდაცვითი დღესასწაული, როგორიცაა ტყის საერთაშორისო დღე

ამ დღის მიზანია ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში ტყეების მნიშვნელობის შესახებ, ასევე სახელმწიფოებისთვის მოწოდება განახორციელონ ისეთი ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებები, როგორიც გამწვანების კამპანიაა.

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „ნიამორის" წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისძიებაში  და თავისი წვლილი შეიტანეს ტყეების გამწვანების კამპანიაში.

მათ დაასუფთავეს სკოლასთან შორიახლოს არსებული ტყის მიმდებარე ტერიტორია.

ტყის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203