„ცხოველთა კარნავალი“ - წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებმა მუსიკის გაკვეთილზე შთამბეჭდავი პრეზენტაცია მოაწყვეს
22-03-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია მოეწყო.

სკოლის VII კლასში (ხელმძღვანელი თ. ივანეიშვილი) მუსიკის გაკვეთილზე (მასწავლებელი - ქეთევან რატიანი) მოსწავლეებმა პრეზენტაცია თემაზე - კამილ სენ-სანსი „ცხოველთა კარნავალი“ წარადგინეს, სადაც კომპოზიტორის შემოქმედების შესახებ ისაუბრეს.

მეშვიდეკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას ნაწარმოების შექმნის ისტორია გააცნეს, ბოლოს კი მუსიკალური ტერმინების გამოყენებით, ყველა პიესა დაახასიათეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაციას თან ახლდა ვიდეომასალა, რომელშიც წარმოდგენილი იყო ცხოველთა მუსიკალური პორტრეტები.

„პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და დაამტკიცა, რომ მუსიკას საოცარი გამომსახველობითი უნარი აქვს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მსგავსი პრეზენტაციები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203