ბორბალოს საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობები გაიმართა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.
მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს, მათ თანატოლებს აუხსნეს, რა არის დაუნის სინდრომი და უთხრეს, რომ მეგობრები ქრომოსებს არ ითვლიან.
მოსწავლეები აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით განხორციელებულ აქტივობებში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: