ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინი სურმანიძემ მხატვრული კითხვის კონკურსში მე-2 ადგილი დაიკავა
22-03-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ნინი სურმანიძემ წარმატებას მიაღწია. 

ის ხელვაჩაურის რესურსცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლაში გამართულ მხატვრული კითხვის კონკურსის მეორე (ფინალური) ტურში მონაწილეობდა.

ნინი სურმანიძემ შესაძლებლობები გამოავლინა, ღირსეულად იასპარეზა და კონკურსში (საშუალო საფეხურზე) მე-2 ადგილი დაიკავა.

სკოლის დირექცია მოსწავლის წარმატებით ამაყობს, ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ მონაწილე მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203