ითხვისის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ
22-03-2023
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ცოდნის გაღრმავების სურვილს ზრდის. 

ამჯერად, პედაგოგები და მოსაწავლეები, პროექტის - „ჩვენი რეგიონის კულტურული მემკვიდრეობა“, ფარგლებში ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ. 

მათ საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს, შესაბამის ინფორმაციას გაეცნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს და შთაბეჭდილებებით დატვირთულები წამოვიდნენ. 

გასვლითმა აქტივობამ ნაყოფიერად ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო ღონისძიებას სთავაზობენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203