ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
21-03-2023

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნა.

სკოლის დირექციამ, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, მშობლებთან ერთად სოლიდარობა გამოუცხადეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს. მათ ეს დღე სახალისო აქტივობებით აღნიშნეს.

დირექციის წევრებმა და მასწავლებლებმა შემდეგ კითხვებს გასცეს პასუხი: „რატომ ჭრელი წინდა?“  „რატომ 21 მარტი?“ „როგორ 46+1 ქრომოსომა?“

მოსწავლეები საინტერესო და საჭირო ინფორმაციებს გაეცნენ და ცოდნა აიმაღლეს. მათ ასევე საინტერესო ნიმუშები შექმნეს.

„დაუნის სინდრომი არ არის დაავადება. არ არის გენეტიკური და გადამდები, გადამდებია მხოლოდ „მზის შვილების“ განსაკუთრებული სიყვარული“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203