ახალქალაქის N5 სკოლის მოსწავლეებმა ხე-ტყისა და ბუნების მნიშვნელობას საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
22-03-2023
ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზნით, სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის გაკვეთილზე აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია წარადგინეს.
მეშვიდეკლასელებმა ადამიანების ცხოვრებაში ხე-ტყისა და ბუნების მნიშვნელობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მათ ყურადღება გაამახვილეს საკითხზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბუნების გაფრთხილებას დედამიწისთვის.
„ბავშვებმა ასევე ისაუბრეს ხეების გაჩეხვის პრევენციებზე, რათა ჩვენი მომავლისთვის დედამიწა დავიცვათ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
მოსწავლეებმა სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ცოდნა გაუზიარეს და აღნიშნული საკითხის მიმართ ინტერესი გაუღვივეს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა მათ საინტერესო კითხვები დაუსვეს, რომელსაც მეშვიდეკლასელებმა მონდომებით უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეზენტაციები და აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს