„ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ - ჰერეთისკარის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას შეუერთდა
21-03-2023

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

უფროსი სპეციალური მასწავლებლის ჯეირან კვირიკაძის ორგანიზებით, ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს პრეზენტაცია მეთერთმეტეკლასელმა, მაგდა ბერიძემ წარუდგინა. 

სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური პასუხისმგებლობის სწავლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„2023 წლის, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის გზავნილია „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ - რაც გულისხმობს, თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ადამიანს თავისი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება ექნება, მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, მათ შორის, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ჩართულობით არის შესაძლებელი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

21 მარტი  დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა! ეს დღე 2012 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203