„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“- ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
21-03-2023
ჭიათურის N4 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე სლოგანით - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, აღინიშნა. 

მოსწავლეებმა აღნიშნული თარიღის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ისაუბრეს, ცოდნა გაცვალეს, თემატური ნამუშევრები დაამზადეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა.

„21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში 600-800 ახალშობილიდან, ერთი დაუნის სინდრომით იბადება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203