ბაკურციხის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშნვას შეუერთდნენ
21-03-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშირებით, V კლასის მოსწავლეები, დამრიგებლების ნინო კურტანიძის, ეკა ბეჟაშვილისა და სპეციალური მასწავლებელის მაია სხირტლაძის ორგანიზებით გამართულ აქტივობებში ჩაერთნენ. 

მათ თემატური ნამუშევრები მოამზადეს, ინფორმაცია მოიძიეს, ვრცლად ისაუბრეს და ერთგვარი ფლეშმობი გამართეს. 

„21 მარტი დაუნის საერთაშორისო დღეა. ეს დღე საქართველოშიც აღნიშნება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა, რასაც სკოლა შეუერთდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203