თბილისის N136 საჯარო სკოლაში წყლის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა
21-03-2023
თბილისის N136 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს განვითარებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილებსა და აქტივობებს სთავაზობენ. მოსწავლეთა ჩართულობით სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები აღინიშნება.
ამჯერად, სკოლაში წყლის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სკოლის მე-5 დ კლასში დამრიგებელმა - ნ. ვიალოვმა ამ დღესთან დაკავშირებით კლასის საათი ჩატარა.
მოსწავლეებმა ნახეს ვიდეორგოლი, რომელიც წყლის დაბინძურების შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ასახავდა.
მათ ასევე პლასტმასის ბოთლებისგან სხვადასხვა ნაკეთობა მოამზადეს და სასკოლო თემსა და ოჯახებში გამოკითხვა ჩაატარეს, იცოდნენ თუ არა რას აღნიშნავენ 22 მარტს.
აგრეთვე, იმსჯელეს თუ როგორ შეუძლია თითოეულ მათგანს დაეხმაროს ეკოლოგიას.
„სტუმრად გვყავდა მოწვეული ეკოაქტივისტი „გრეტა ტუნბერგი“ - გვეუბნებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს