ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ბუბა ბოლქვაძემ ჭიდაობაში, რესპუბლიკურ ტურნირზე II ადგილი დაიკავა
21-03-2023
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპორტულ ტურნირებსა და შეჯიბრებეში წარმატებით მონაწილეობენ.

ერთ-ერთი ასეთია მე-7 კლასის მოსწავლე ბუბა ბოლქვაძე, რომელმაც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გელა ჯანელიძის სახელობის ღია რესპუბლიკურ ტურნირზე ჭიდაობაში, 57კგ წონით კატეგორიაში, II ადგილი დაიკავა.

„დიდი სიყვარულით ვულოცავთ! გვსურს, ჩვენს სკოლას კიდევ მრავალჯერ ეამაყოს მისით და უფრო მრავალი წარმატება მიგველოცოს სამომავლოდ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეჯიბრებები და ტურნირები მოსწავლეთა შესაძლებლობებს წარმოაჩენს და მათ მოტივაციას უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203