ეშტიის N2 სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაცია გაიმართა
21-03-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამ მიზნით,  სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარეს.

მათ ბავშვებს აუხსნეს რა არის დაუნის სინდრომი და ხელები მოიხატეს.

მოსწავლეები ამ აქტივობებში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებასა და ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203