ჯუმის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დამრიგებლებმა კლასის საათები ჩაატარეს
21-03-2023
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღნიშნეს.
სკოლაში V-VI კლასების მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს.
„ბავშვებმა გადაიღეს ფოტო ჭრელი წინდებით, რამდენადაც წინდა სიმბოლურად ქრომოსომის ფორმას გვაგონებს“, - გვიყვება სკოლის წარმომადგენელი.
აღსანიშნავია, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, კლასის დამრიგებლებმა კლასის საათები ჩაატარეს და მოსწავლეებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს