„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ - ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
21-03-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობით შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა, ამ დღესთან დაკავშირებით ფერადი პლაკატები დაამზადეს და ლოზუნგის  - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“,ირგვლივ გაერთიანდნენ.

სკოლაში მოსწავლეთა სოციალური საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლებასა დიდი ყურადღება ეთმობა.

სკოლის პედაგოგები პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით განმსჭვალულ თაობას ზრდიან. 

2011 წლის 19 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203