აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
21-03-2023
აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.

მოსწავლეები სლოგანის - „ქრომოსომებს არ ითვლიან“ და „იზრუნეთ ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ გაერთიანდნენ.

„მოსწავლეებს გავაცანით 27-ე ქრომოსომის არსებობსა და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს ჩვენი თანადგომა გამოვუცხადეთ“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეები საჭირო ცოდნასა და ინფორმაციას გაეცნენ, რომელიც მომავალში გამოადგებათ.

მათ ასევე თემატური პოსტერები შექმნეს და ამით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ხელი შეუწყვეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203