ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნა 
21-03-2023
ქუთაისის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა არაერთი პროექტი თუ ღონისძიება. 

ამჯერად, საზეიმო ვითარებაში ფრანკოფონია 2023 აღინიშნა. გამართულ აქტივობაში მესამე, მეხუთე, მეექვსე და მერვეკლასელი „ფრანკოფონები“ მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. ღონისძიებაზე ერთმანეთს ლექსი და სიმღერა ენაცვლებოდა.

აქტივობები პედაგოგ მანანა ნაროუშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„იყო ხალისი და პოზიტივი. წარმატებები სკოლის პედაგოგ მანანა ნაროუშვილსა და ფრანგულზე შეყვარებულ მოსწავლეებს!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203