„ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და შევქმნათ ფერადი სამყარო“- ვალის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაცია გაიმართა.
აღნიშნული აქტივობა სპეციალური მასწავლებლის - ქეთევან მოსეშვილის ორგანიზებითა და მოსწავლეთა ჩართულობით, მოეწყო. მოსწავლეებმა ხელზე წამოცმული ფერადი წინდებით, აღნიშნეს, რომ იმ თანატოლების თანასწორნი არიან, რომელთაც ერთით მეტი ქრომოსომა აქვთ.
მათ საღებავებით ხელები გაიფერადეს და კედლის გაზეთი შეღებეს, რომლის მთავარი იდეა იყო: „მე ვირჩევ თანასწორობას, დაცულ უფლებებს, ოჯახის თანადგომას!“
გაჟღერდა მთავარი სათქმელიც - „ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად და შევქმნათ ფერადი სამყარო“.
იხილეთ ფოტოები: