ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ
21-03-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები - მარიამ გერლიანი, ნიკოლოზ ვოლოჩინი და ომარ ჭკადუა პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.
მათ კომპიუტერები საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა, რესურსცენტრის უფროსთან, ზურაბ აზარიაშვილთან ერთად, გადასცა.
მათი კლასის დამრიგებელი მაკო ჟორჟოლიანია. სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს