ხარაულის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა 
21-03-2023
თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სპეციალურმა მასწავლებელმა ირა ქათამაძემ, სკოლაში მოქმედ ეკოკლუბ - Green Group-ის წევრებთან ერთად, დაგეგმა და ჩაატარა.

ღონისძიებაზე Green Group-ის წევრებმა დაუნის სინდრომის შესახებ მცირე პრეზენტაცია ჩაატარეს. მსმენელმა მოსწავლეებმა მინი ჩანახატები შექმნეს და დაუნის სინდრომის დღის სიმბოლოდ აღიარებული ფერადი წინდები გამოჭრეს.

ღონისძიება დასასრულს, ერთიანობისა და ერთგვაროვნობის ნიშნად, ფერადი ხელების ანაბეჭდები თეთრ პოსტერზე ყველამ ერთად დაიტანა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203