„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს, ნურც შენ დაითვლი“- საღრაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გზავნილი
21-03-2023
ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.
მოსწავლეებმა თარიღს სხვადასხვა აქტივობა მიუძღვნეს - ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე ისაუბრეს, აზრი დააფიქსირეს და ცოდნა გაიღრმავეს.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები დაამზადეს და სათქმელი გააჟღერეს. აქტივობაში ყველა მონდომებით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მსგავსი საინტერესო აქტივობები ხშირად ეწყობა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს