ღოუბნის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე თამარ ჯანაშვილი კომპიუტერით დაჯილდოვდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ ჯანაშვილი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდა.მას კომპიუტერი საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის გადაეცა. ის ნიჭიერი, შედეგზე ორიენტირებული, ბეჯითი მოსწავლეა.
სკოლაში მისი წარმატებით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: