ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
21-03-2023
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ. 

მათ თარიღს სხვადასხვა აქტივობა მიუძღვნეს - ამ დღის მნიშვნელობასა და ისტორიაზე ისაუბრეს, აზრი დააფიქსირეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები დაამზადეს და სათქმელი გააჟღერეს. აქტივობაში ყველა მონდომებით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინტერესო აქტივობები ხშირად ეწყობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203