„ჩემი ოჯახი, გენეალოგიური ხე“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
21-03-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასში, კომპლექსური დავალების ბოლო ეტაპის პრეზენტაცია მოეწყო თემაზე - „ჩემი ოჯახი, გენეალოგიური ხე“.

მოსწავლეებმა დავალება, რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილისთვის მოამზადეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა, ოჯახის წევრების შესახებ დასურათებული პოსტერები და საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.

მასწავლებელი მაია ქაშიბაძე გახლდათ, კლასის ხელმძღვანელი კი - თამარ გრიგოლია.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა.

სკოლაში, მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ექცევა, რადგან გააზრებული აქვთ ეს მიდგომა, რამდენად ეფექტურია მოსწავლეთა გააქტიურებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203