კოხტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს
21-03-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა.

სკოლაში, მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად, საკუთარი ხელით შექმნილი ნახატები და ბანერები წარმოადგინეს.

მოსწავლეები ლოზუნგის - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, ირგვლივ გაერთიანდნენ.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203