„მანგლისის სიონი“ - დიდი თონეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი 
21-03-2023

ვაჟა-ფშაველას სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი თონეთის საჯარო სკოლის მეათეკლასელებმა, საინტერესო პროექტზე იმუშავეს.

მოსწავლეთა აქტიურობითა და ხელოვნების მასწავლებლის, ნათელა გონაშვილის, ხელმძღვანელობით, პროექტი - „მანგლისის სიონი“, განხორციელდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები ჩაატარეს.

ახალგაზრდები მანგლისის სიონს ეწვივნენ, მოიძიეს ინფორმაცია XI საუკუნის უნიკალური გუმბათის მხატვრობაზე და ბუკლეტები დაამზადეს.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სამუშაო პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

„პროექტმა, ხელი შეუწყო მოსწავლეებში კვლევა-ძიების  უნარების განვითარებას და კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის და პატივისცემის გრძნობა გაუმძაფრდათ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203