ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს 
21-03-2023

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N2 საჯარო სკოლის მესამეკლასელები დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.

მოსწავლეებმა, ფერადი წინდებითა და საღებავებით, ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებაში გავრცელებულ, აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.

აქტივობა სწორედ მოსწავლეთა სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებასა და სოლიდარობის გამოხატვას ემსახურებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203