ვაზიანის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, პრეზენტაცია მოეწყო
21-03-2023
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქტივობები გაიმართა. 
 
ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლაში პრეზენტაცია - „რა არის დაუნის სინდრომი“, ჩატარდა. მის ფარგლებში, ისაუბრეს თუ როგორია დაუნის სინდრომის მქონე პირთა ყოველდღიურობა, რა გამოწვევების წინაშე დგანან და რა პრობლემებს აწყდებიან ყოველდღიურობაში.

პრეზენტაციის დასასრულს, საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდა. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ სპეცმასწავლებელი ლაურა ლაბაური და ბიოლოგიის მასწავლებელი ფიქრია ლოხიშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203