„ჩვენ ყველა ერთად, ერთმანეთისთვის“ - კუჭატნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა
21-03-2023
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

სპეციალურმა მასწავლებლებმა მოსწავლეებს ინფორმაცია გააცნეს. აღნიშნულ თემაზე შექმნილი ბროშურები დირექტორს და მასწავლებლებს დაურიგდათ.

კომპიუტერული ტექნოლოგიების კაბინეტში, დაუნის სინდრომთან დაკავშირებით, ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა, ხოლო რესურსოთახში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა ჩატარდა. მათ მიმდინარეობაში სკოლის ყველა მოსწავლე - პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ჩაერთო. 

„მადლობას ვუხდით დირექციასა და პედაგოგებს გვერდში დგომისთვის, განსაკუთრებული მადლობა ხელოვნების მასწავლებელს დღის გაფორმების და მხარდაჭერისთვის. „ჩვენ ყველა ერთად, ერთმანეთისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203